დღეს, აშშ-ის კონგრესი საბოლოოდ შეაჯამებს 8 ნოემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. კონგრესის ორივე პალატის სხდომა ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ხელმძღვანელობით გაიმართება. სხდომაზე წაიკითხავენ კენჭისყრის ოფიციალურ შედეგებს. ამის შემდეგ გამოცხადდება ორკვირიანი შესვენება, რომლის შემდეგაც, 20 იანვარს პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება.