ნავთობი ისევ გაძვირდა. დღეს დილით ბრენტის მარკის საწვავის ღირებულებამ მსოფლიო ბაზარზე 57 დოლარი შეადგინა, დაბლ-იუ-თი-აის მარკის საწვავის ფასი კი ბარელზე 54 დოლარით განისაზღვრა. ბირჟის ანალიტიკოსთა განმარტებით, ნავთობის გაძვირება ოპეკის ქვეყნების გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, ნავთობმოპოვება მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს.