ტერორისტი, რომელმაც ახალი წლის ღამეს სტამბოლში 39 ადამიანი მოკლა, ჯერ კიდევ თავისუფალია. თურქეთის ხელისუფლება უახლოეს ხანებში მისი დაკავების პირობას იძლევა. პოლიციამ სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეომასალა და ფოტოები გაავრცელა, სადაც ტერორისტია დაფიქსირებული. გავრცელდა ე.წ. ვიდეო-სელფიც, რომელიც ტერორისტმა ტაქსიმის მოედანზე გადაიღო. გვიან ღამით მასშტაბური რეიდი ჩატარდა სტამბოლშიც. პოლიციამ 12 ეჭვმიტანილი დააპატიმრა, თუმცა მათ შორის სავარაუდო ტერორისტი არ აღმოჩნდა.