თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქებმა ისლამისტთა პოზიციებზე იერიში რამდენჯერმე მიიტანეს. შედეგად, ისლამური სახელმწიფოს 18 მებრძოლი დაიღუპა, 37 კი დაიჭრა. ოპერაცია ევფრატის ფარი თურქეთმა სირიაში 24 აგვისტოს დაიწყო.