სირიაში ზავის რეჟიმს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს. ამბოხებულთა რამდენიმე დაჯგუფებამ უკვე განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმებიდან გადის. ისინი ასადის რეჟიმს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ. სამშვიდობო შეთანხმებას მხარეებმა 29 დეკემბერს მიაღწიეს. ზავის რეჟიმი 30 დეკემბრიდან ამოქმედდა, თუმცა რამდენჯერმე დაირღვა.