სომხეთის დედაქალაქში რუსი სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვნეს. 45 წლის მაიორის, ვიქტორ ემილიანოვის ცხედარი სასტუმრო „მეგობრობის“ მომსახურე პერსონალმა ერთ-ერთ ნომერში აღმოაჩინა. გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის ნიშნები არ აღინიშნებოდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.