სომალის დედაქალაქში აფეთქების ხმა გამთენიისას გაისმა. დანაღმული მანქანა მოგადიშოს აეროპორტთან აფეთქდა. ტერაქტს 3 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. აფეთქება სავარაუდოდ თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. მომხდარზე პასუხისმგებლობას სომალის ხელისუფლება აშ-შაბაბის ისლამისტურ დაჯგუფებას აკისრებს.