დანიის პოლიციამ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, პან კინ ხეს მეგობარი ქალის, ჩხვე სუნ სილის ქალიშვილი დააპატიმრეს. ხელისუფლება 20 წლის ჩონ იუ რას ექსტრადიციის საკითხს განიხილავს. დაკავებულის დედას სამხრეთ კორეის ხელისუფლება კორუფციასა და თაღლითობაში ადანაშაულებს. კორუფციულ სკანდალში პრეზიდენტი კინ ხეც ფიგურირებს, რის გამოც სამხრეთ კორეის მოსახლეობა მის გადადგომას ითხოვს.