ისრაელის პრემიერ-მინისტრი კორუფციაშია ეჭვმიტანილი. ბენიამინ ნეთანიაჰუს უახლოესი 3 დღის განმავლობაში დაკითხავენ. ბრალდების მხარის მტკიცებით, პრემიერი და მისი ოჯახის წევრები ბიზნესმენებისგან სოლიდურ საჩუქრებს იღებდნენ. საჩუქრების საერთო ღირებულებამ 26 ათას დოლარს გადააჭარბა.