სტამბოლელი ტერორისტი თავისუფალია. პოლიციამ მისი დაკავება ამ დრომდე ვერ შეძლო. მასშტაბური ტერორისტული აქტი ქალაქში ახალი წლის ღამეს განხორციელდა. სანტას ფორმაში გამოწყობილმა ტერორისტმა ღამის კლუბ რეინაში ცეცხლი გახსნა, რასაც 39 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავდა. თავდამსხმელმა გაქცევა შეძლო.