შეერთებული შტატებიდან გაძევებული რუსი დიპლომატები სამშობლოში სპეციალური რეისით დაბრუნდნენ. რეისი ავიაკომპანია როსიამ შეასრულა, რომელი ც პრეზიდენტსა და მთავრობის წევრებს ემსახურება. 35 რუსი დიპლომატი თეთრმა სახლმა პერსონა ნონ გრატად გასულ კვირას გამოაცხადა. ისინი კიბერთავდასხმებში მონაწილეობაში დაადანაშაულეს.