ჰონკ კონგში ახალი წლის დადგომა მასშტაბური საპროტესტო აქციებით აღნიშნეს. ქალაქის ქუჩებში გამოსულმა ათასობით დემონსტრანტმა ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში 4 დეპუტატისთვის მანდატების ჩამორთმევა გააპროტესტა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება მოითხოვა. საპროტესტო მსვლელობა უსიამოვნო ექსცესების გარეშე დასრულდა. პოლიციას მანიფესტანტთა წინააღმდეგ ძალა არ გამოუყენებია.