სტამბოლელი თავდამსხმელი სავარაუდოდ მარტო მოქმედებდა. ამის შესახებ თურქეთის შს მინისტრმა განაცხადა. ტერაქტიდან რამდენიმე საათში სოციალურ ქსელებში სათვალთვარო კამერით გადაღებული კადრები გავრცელდა. ერთ-ერთ ფოტოზე სავარაუდოდ ტერორისტია გადაღებული, რომელიც სანტას ფორმას იხდის. ფოტოზე სავარაუდოდ კლუბიდან მისი გასვლაა დაფიქსირებული. პოლიციამ იმ ტაქსისტის ვინაობის დადგენა შეძლო, რომელმაც ტერორისტი ღამის კლუბთან მიიყვანა. მძღოლი პოლიციამ უკვე დაკითხა. თავდასხმა ახალი წლის ღამეს ორტაკეის რაიონში განხორციელდა. ბოსფორის სანაპიროზე მდებარე ღამის კლუბ რეინაში სანტას ფორმაში გამოწყობილმა ტერორისტმა კლუბში ცეცხლი გახსნა, რასაც 39 ადამიანი ემსხვერპლა, 70-მდე კი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის უცხოეთის მოქალაქეებიც არიან.