ახალ წელს თურქეთი ტერაქტებით შეხვდა. გვიან ღამით სტამბოლის ღამის კლუბში ტერორისტმა ცეცხლი გახსნა, რასაც 39 ადამიანი ემსხვერპლა, 69 კი დაშავდა. პოლიცია ტერორისტს ამ დრომდე ეძებს. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს. ხელისუფლებამ მომხდარს უკვე მისცა ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია. ტერორისტს ამ დრომდე ეძებენ.