სირიაში რუსეთის სამხედრო კონტინგენტი შემცირდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა საგარეო საქმეტა და თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ვეთანხმები თავდაცვის სამინისტროს წინადადებას სირიის რესპუბლიკაში ჩვენი სამხედრო კონტინგენტის შემცირების თაობაზე, თუმცა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას გავაგრძელებთ და მომავალშიც მხარდაჭერას გაუწევთ სირიის კანონიერ ხელისუფლებას,“-აღნიშნა პუტინმა.