შეერთებულმა შტატებმა ჰაკერული თავდასხმები უნდა დაივიწყოს და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე იზრუნოს. ამის შესახებ ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, საჭიროა თუ არა კიბერთავდასხმების გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებმა, ტრამპმა აღნისნა, რომ სანქციების მომხრე არ არის.
„დროა ეს ყველაფერი დავიწყებას მივეცეთ და წინ გავიწიოთ. ვფიქრობ, ყველაფერში დამნასავე კომპიუტერია, რომელმაც ცხოვრება გაგვირთულა,“-განაცხადა არჩეულმა პრეზიდენტმა.
ამერიკულმა სპეცსამსახურებმა რუსეთი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევასა და კიბერთავდასხმებში ოფიციალურად დაადანაშაულეს.