ლოს ანჟელესში 84 წლის ასაკში ცნობილი მსახიობი დები რეინოლდსი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობმა ქალიშვილის სიკვდილი ვერ გადაიტანა და ინსულტი მიიღო. მისი შვილი, ვარსკვლავური ომების დედოფალი ქერი ფიშერი 27 დეკემბერს გულის შეტევით დაიღუპა. დები რეინოლდსი გასული საუკუნის 50-იანი წლების ცნობილი ვარსკვლავი იყო. საყოველთაო აღიარება მას 1952 წელს გადაღებულმა კინოსურათმა „მომღერლები წვიმაში“ ნოუტანა.