ერაყის არმია მოსულზე მასირებულ შტურმს ახორციელებს. ამის შესახებ ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება. ამ დროისათვის ისლამისტები მოსულის 56 რაიონიდან მხოლოდ 16-ს აკონტროლებენ. პრემიერ ალ-აბადის თქმით, მოსულის მთლიანად გასათავისუფლებად ერაყის არმიას 3 თვე დასჭირდება.