სოჭის სანაპიროებთან სამზევრო სამუშაოები სრულდება. ამის შესახებ სააგენტო ინტერფაქსი საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება. თავდაცვის სამინისტროს კუთვნილმა ტუ-154-მა კატასტროფა 25 დეკემბრის დილას განიცადა, რასაც 92 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველებმა თვითმფრინავის შავი ყუთები უკვე აღმოაჩინეს. ასევე ნაპოვნია 19 ცხედარი.