სომხური მხარის მტკიცებით, აზერბაიჯანი დივერსიული აქტის მოწყობას შეეცადა. საგანგებო განცხადება სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გააკეთა. არცრუნ ოვანისიანის თქმით, დღეს დილით აზერბაიჯანელებმა დივერსიის მოწყობა ტავუშის რაიონის სოფელ ჩინარში სცადეს, რასაც შეტაკება მოჰყვა. არიან დაღუპულები და დაჭრილებიც. მსხვერპლის რაოდენობა ჯერ არ დაზუსტებულა.