პენტაგონი ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ იუწყება. ამერიკის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ აბუ -ჯანდალ- ალ- ქუვეითი ქალაქ რაქასთან ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა. ტერორისტი რაქაში რადიკალი ისლამისტების სამხედრო სტრატეგი იყო.