„ტუ 154- ის“ კატასტროფა დიდი ალბათობით ადამიანური ფაქტორით იყო განპირობებული. ინფორმაციას „ინტერაფქსი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ამ დასკვნამდე სპეციალისტები საბორტო ჩანაწერების გაშიფვრის შემდეგ მივიდნენ. მათივე თქმით, ეკიპაჟმა სავარაუდოდ ბორტზე არსებული კრიტიკული ვითარება სათანადოდ ვერ შეაფასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეცდომა დაუშვა. „ტუ 154“ - მა კატასტროფა 24 დეკემბერს განიცადა, რასაც 92 ადამიანი ემსხვერპლა.