დონალდ ტრამპი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას აკრიტიკებს. „გაერო პრობლემების მიზეზია. ის პრობლემებს არ აგვარებს“ - ეს განცხადება ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა ფლორიდაში ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ დროისა და ფულის ფუჭი ხარჯვა იმ შემთხვევაში შეწყდება, თუ გაერო მისივე პოტენციალს რეალურად გამოიყენებს. ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ტრამპმა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სოციალური ქსელითაც გააკრიტიკა. „გაერო არის კლუბი, სადაც ხალხი სალაპარაკოდ და დრიოს სატარებლად იკრიბება“ - განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ 20 იანვრის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება.