ფიფა და უეფა რუსი სპორტმენებისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს. შეზღუდვები იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ რუსი ფეხბურთელების მიერ დოპინგის გამოყენების ფაქტი ოფიციალურად დადასტურდება. განცხადება ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ დუბაიში ვიზიტისას გააკეთა. რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს ახალი ანგარიში გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის სისტემური გამოყენება დადასტურდა.