საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში წმიდა საყდრის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კლაუდიო გუჯეროტის შეხვდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და წმიდა საყდარს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
მონსინიორ გუჯეროტიმ, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის დუაენის რანგში, ასევე დიპლომატიური კორპუსის წინაშე არსებულ პრობლემებსა და მათთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზეც ისაუბრა.