სოჭის სანაპიროებთან მაშველებმა კიდევ 3 ცხედარი აღმოაჩინეს. სამძებრო ოპერაცია სავ ზღვაში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას დაღუპულთა ცხედრების 223-მდე ფრაგმენტია ნაპოვნი. დაღუპულთა სხეულის ფრაგმენტებს გენეტიკური ექსპერტიზა მოსკოვში უტარდება. თავდაცვის სამინისტროს კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა 25 დეკემბრის დილას განიცადა, რასაც 92 ადამიანი ემსხვერპლა.