ისრაელმა 12 ქვეყანასთან დროებით ორმხრივი ურთიერთობა შეწყვიტა. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია გახდა. დოკუმენტის მიხედვით, გაეროს უშიშროების საბჭომ პალესტინის ტერიტორიაზე ებრაული დასახლებების მშენებლობა უკანონოდ ცნო. ეგვიპტის მიერ მომზადებულ დოკუმენტს რამდენიმე დღის წინ მხარი გაეროს უშიშროების საბჭოს 14 - მა წევრმა დაუჭირა.