თურქეთის პრეზიდენტმა საერთაშორისო კოალიაცია შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით ისლამური სახელმწიფოს მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ერდოღანის თქმით, შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად სირიაში ექსტრემისტულ დაჯგუფებებსა და ისლამურ სახელმწიფოს უწევდა მხარდაჭერას. „მათ ჩვენ „დაეშის“ მხარდაჭერაში დაგვადანაშაულეს, ახლა კი თავად უწევენ დახმარებას ტერორისტულ დაჯგუფებებს" - განაცხადა ერდოღანმა და აღნიშნა, რომ ანკარას შესაბამისი მტკიცებულებები გააჩნია. თურქეთის პეზიდენტის ამ განცხადებას ვაშინგტონში უკვე გამოეხმაურნენ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ერდოღანის ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა.