მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ მისი პრეს-სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს. ლუჟკოვმა თავი შეუძლოდ 23 დეკემბერს იგრძნო, რის გამოც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 80 წლის ყოფილი მერი კომაში იმყოფებოდა, რაც მოგვიანებით თავად ლუჟკოვმა უარყო.