ისრაელის თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთში მცხოვრებ ებრაელებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.
„საკმარისია გავხედოთ საერთაშორისო ორგანიზაციებში საფრანგეთის კენჭისყრებს, იუნესკოში, გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭოში, გაეროს უშიშროების საბჭოში და ყველაფერი ნათელი ხდება“. ალბათ, მოვიდა დრო, საფრანგეთში მცხოვრებ ყველა ებრაელს ვუთხრათ: ეს არ არის თქვენი სახელმწიფო, თქვენი მიწა. დატოვეთ საფრანგეთი და ჩამოდით ისრაელში,“- განაცხადა ავიგდორ ლიბერმანმა.
ისრაელი პარიზს მას შემდეგ გაუნაწყენდა, რაც საფრანგეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში ისრაელის საწინააღმდეგო რეზოლუციას დაუჭირა მხარი.