სამხრეთ კორეაში ქათმის გრიპის ეპიდემიას ებრძვიან. ეიჩ-5 შტამის ვირუსი რამდენიმე ფერმაში გამოავლინეს. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სანიტარულმა სამსახურმა 26 ათასამდე სული ქათამი და იხვი გაანადგურა, რის შედეგადაც ქვეყანაში ფრინველის ხორცი და კვერცხი კატასტროფულად გაძვირდა.