თურქეთში 29 პოლიციელის სასამართლო პროცესი დაიწყო. მათ ბრალად არშემდგარ სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობა ედებათ. პროცესი სტამბოლის დასავლეთ ნაწილში, სილივრის რაიონში მიმდინარეობს, სადაც უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. პროკურორები 21 პოლიციელისთვის სამუდამო პატიმრობას, დანარჩენებისთვის კი 15 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვენ.