მასობრივი ქორწინება ინდოეთში. გუჯარათის შტატში ერთდროულად 236-მა წყვილმა იქორწინა. სადღესასწაულო ღონისძიება ადგილობრივი ბიზნესმენის, მახეშ სავანის მიერ იყო ორგანიზებული. ანალოგიური ღონისძიება მან 2008 წელსაც გამართა. ახლადდაქორწინებული გოგონების უმრავლესობა ობოლია. მათზე მზრუნველობა ბიზნესმენმა საკუთარ თავზე აიღო.