ფილიპინებში სტიქიას ებრძვიან. ბოლო მონაცემებით, ტროპიკულმა შტორმმა ნოკ-ტენმა 8 ადამიანი იმსხვერპლა, 18 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სტიქიამ ყველაზე მეტად ბატანგასის პროვინცია დააზარალა. ქარიშხლის სიჩქარე საათში 130 კილომეტრს აღემატებოდა, რასაც ძლიერი წვიმა და წყალდიდობაც დაერთო.