დღეს დილით, აზერბაიჯანში, ბაქო-ალიატის გაზსადენის მონაკვეთზე, აფეთქება მოხდა, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამსახური და სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. აფეთქების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.