მოლდოვია საპრეზიდენტო რეზიდენციიდან ევროკავშირის დროშა გაუჩინარდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუკში ჟურნალისტი ვლადიმერ პოპოვი წერს და რეზიდენციის ფოტოებსაც აქვეყნებს. იგორ დოდონი საპრეზიდენტო არჩევნებამდე პრორუსულ განცხადებებს აკეთებდა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მოლდოვაში ევროკავშირიდან და ნატოდან გასვლაზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. ცნობილი ხდება ისიც, რომ პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტით დოდონი მოსკოვში ჩავა.