სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სატრანზიტო ავტომობილების გადაადგილება შეფერხებით მიმდინარეობს. რამდენიმე დღეა, თურქეთის მხარეს ათეულობით ტრაილერია გაჩერებული.
არსებობს ინფორმაცია, რომ შეზღუდვები იმ კანონის ამოქმედების გამო დაწესდა, რომელიც ძალაში 1-ლი მაისიდან უნდა შესულიყო. ცვლილების თანახმად, ტრანზიტული ტვირთის გავლის საფასური 600 ევროს ნაცვლად 1 200 ევრო იქნება.
მგზავრთა განცხადებით კი, შეფეხება, სავარაუდოდ, სარფის საბაჟოში სარეკონსტრუქციო სამუშაოს უკავშირდება.