სირიაში შეტაკებები გრძელდება. სახელისუფლებო ძალებმა ალეპოდან 40 კილომეტრში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა მასირებული იერიშები მოიგერიეს. ისლამისტები დეირ-ხაფირის რაიონის დაკავებას უკვე მეორე დღეა, ცდილობენ. ასადის არმიის სამეთაურო შტაბი ირწმუნება, რომ შეტაკებებს 50-მდე ისლამისტი ემსხვერპლა.