შავი ზღვაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მაშველებმა წყლიდან 10 ცხედარი ამოიყვანეს. გარდაცვლილთა იდენტიფიკაცია და გენეტიკური ექსპერტიზა მოსკოვში ჩატარდება. მომხდარის გამო რუსეთის მთელ ტერიტორიაზე დღეს გლოვაა გამოცხადებული. კულტურის სახლთან, თავდაცვის სამინისტროსთან და ტელეკომპანიებთან, რომელთა წარმომადგენლებიც ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ, მთელი ღამის განმავლობაში ყვავილები მიჰქონდათ. გარდაცვლილთა ოჯახებს ვლადიმირ პუტინმა მიუსამძმრა.კრემლის ლიდერის განკარგულებით, ავიაკატასტროფას სპეციალური კომისია გამოიძიებს.