ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების ელჩები განმარტებებისთვის დაიბარა. ამის მიზეზი საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია გახდა, რომელიც ისრაელს აღმოსავლეთ იერუსალიმსა და იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების მშენებლობას უკრძალავს. უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას ებაული მხარის მწვავე რეაქცია მოჰყვა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ობამას ადმინისტრაცია შეთქმულების მონაწილედ გამოაცხადა. ცნობილი ხდება ისიც, რომ ისრაელის პრემიერმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრაც გააუქმა. უკრაინამ კენჭისყრაზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა.