ხვალ, 10 ივნისს, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი კურსდამამთავრებელთა დღეს აღნიშნავს. როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტები თსუ-ის V კორპუსის ფოიეში ფოტოებითა და სამახსოვრო ჩანაწერებით კუთხეებს მოაწყობენ. 15:00 საათზე, სამახსოვრო ფოტოების გადაღება იგეგმება, ხოლო 17:00 საათზე სტუდენტები ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა კლუბში გაწევრიანდებიან.
ღონისძიება უნივერსიტეტის ანსამბლის კონცერტით დასრულდება.
კურსდამამთავრებელთა დღის აღნიშვნა თსუ-ში მესამე წელია იმართება. ცერემონიალს თსუ-ის რექტორი გიორგი ხუბუა და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.