იტალიის სამთო კურორტ ვალე დასოტაზე სამაშველო ოპერაცია დასრულდა. მაშველებმა 2700 მეტრის სიმაღლეზე დარჩენილი ტურისტების უსაფრთხო ევაკუაცია შეძლეს. ძლიერი ქარის გამო საბაგირო გაჩერდა, რის გამოც ფუნიკულიორზე 1300-ზე მეტი ადამიანი რამდენიმე საათი იყო ბლოკირებული. მათი გადარჩენის ოპერაციაში შვეიცარიელი მაშველებიც ჩაერთნენ.