სამხრეთ კორეის პრეზიდენტის გადადგომა სეულში ორიგინალური ფორმით მოითხოვეს. დემონსტრანტები ამჯერად სანტა კლაუსის ფორმებში გამუეწყვნენ. აქციაში მონაწილეობას ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი იღებდა. პრეზიდენტ პან კინ ხეს გადადგომის მოთხოვნით აქციები სეულში უკვე 2 თვეა იმართება. კორუფციული სკანდალის გამო მას პარლამენტმა იმპიჩმენტი უკვე გამოუცხადა.