ქრისტეს შობის დღესასწაული აღნიშნეს ბეთლემშიც. საშობაო პროცესია ტრადიციულად იესო ქრისტეს ბაზილიკასთან დასრულდა, რომელიც მაცხოვრის დაბადების ადგილას ითვლება. ამის შემდეგ მაცხოვრის ტაძარში საშობალო ლოცვა პიერბატისტა პიცაბელამ აღავლინა, რომელიც იერუსალიმის ლათინური აღმსარებლობის პატრიარქის ტიტულს ატარებს. საშობაო მესას პალესტინის ავტონომიის ლიდერი მაჰმუდ აბასი და პრემიერი რამი ჰამდალაც ესწრებოდნენ.