მსოფლიო კათოლიკური სამყარო შობის დღესასწაულს ზეიმობს. საშობაო მესა რომის პაპმა ვატიკანში წმინდა პეტრეს ტაძარში აღავლინა. ქადაგებაში პონტიფიკოსმა მიგრანტები და ალეპოს მცხოვრებლები მოიხსენია, რომლებსაც მისი თქმით, უმძიმესი ხვედრი ხვდათ. ფრანცისკე პირველმა მსოფლიოს სიმშვიდის, თავშეკავებისა და თავმდაბლობისკენ მოუწოდა. საშობაო მესას ათასობით მორწმუნე კათოლიკე ესწრებოდა, რის გამოც ვატიკანში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღბული. შუადღისას პონტიფიკოსი კათოლიკეებს ტრადიციულად, წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან მიმართავს.