აზერბაიჯანის ლიდერი იუბილარია. ილჰამ ალიევს 55 წელი შეუსრულდა. ერთ-ერთმა პირველმა მას დაბადების დღე კრემლის ლიდერმა მიულოცა. რუსეთთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის პუტინმა აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა. ილჰამ ალიევი პრეზიდენტის პოსტს 2003 წლიდან იკავებს. მანამდე ის აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი იყო.