რუსეთში სამხედრო ბაზა აფეთქდა. ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, ბაშკირეთში მომხდარ აფეთქებას 2 ჯარისკაცი ემსხვერპლა. არიან დაჭრილებიც. წინასწარი ვერსიით, აფეთქებამდე ბაზის ტერიტორიაზე უცნობმა პირებმა შეაღწიეს. არ არის გამორიცხული, აფეთქება მათ მოეწყოთ. ინციდენტის სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.