10 და 11 ივნისს, სს "თელასის" მაღალი ძაბვის ქვესადგურში "დიღომი 1" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოს ჩატარების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე დიღმის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება.
შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის მასივის III, IV, V და VI კვარტლების, ახმეტელისა და ლუბლიანას ქუჩების მცხოვრებლებს. ელექტრომომარაგება შეუწყდება თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობებს, "ტოიოტას" ცენტრს, სასტუმრო "უშბას" შენობაში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს.
11 ივნისს 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის მასივის III, IV, V კვარტლების, ლუბლიანას, ჩაჩავას, ბელიაშვილის ქუჩების, მარშალ გელოვანის გამზირისა და ვაშლიჯვრის დასახლების მცხოვრებლებს. ელექტრომომარაგება შეუწყდება იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რკინიგზის საავადმყოფოს, თერაპიის, მორფოლოგის, ბიოქიმიისა და ბოტანიკის ინსტიტუტებს, "მიონის" ქარხანას, "ზარაფხანას".
ამ დაწესებულებებს დაგეგმილი შეზრუდვის შესახებ კომპანია "თელასმა" წინასწარ უკვე აცნობა.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ გათიშულ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.