2016 წლის სპორტულ მენეჯერად მანუჩარ კვირკველია აღიარეს. ახალი ამბების სააგენტო GHN-ის ორგანიზებით, წლის ადამიანებისა და კომპანიების - „ოქროს პერგამენტის" დაჯილდოებაზე ნომინაციაში სპორტული მენეჯერი გამარჯვებული მანუჩარ კვირკველია გახდა.
მანუჩარ კვირკველია 2015-2016 წლებში ხელმძღვანელობდა ჭიდაობის ფედერაციას. 2016 წელს მისი მენეჯერეობის პერიოდში ფედერაციამ მიიღო 266 მედალი - 92 ოქრო, 64 ვერცხლი, 110 ბრინჯაო. აქედან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპონატებზე ყველა ასაკში მოპოვებულია 23 ოქროს, 14 ვერცხლის და 31 ბრინჯაოს მედალი. თავად მანუჩარ კვირკველია ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს „ოქროს პერგამენტის“ ფარგლებში ჯილდო 11 ნომინაციაში გაიცა.
გამარჯვებულები საქართველოს მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე გამოვლინდნენ. სულ საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 2157 რესპონდენტი.
2016 წლის „ოქროს პერგამენტის" ლაურეატები დასახელდნენ შემდეგ ნომინაციებში: წლის პოლიტიკოსი, უფლებადამცველი, ბიზნესმენი, ქველმოქმედი, ჟურნალისტი, სპორტული მენეჯერი, წლის პროექტი, კომპანია, ბრენდი, წლის ტელეპროექტი და „ოქროს პერგამენტის" საპატიო ლაურეატი.
2016 წლის ადამიანებისა და კომპანიების - "ოქროს პერგამენტის" ლაურეატობის კანდიდატების სარეიტინგო შერჩევაში მონაწილეობა 100-მა ექსპერტ-სპეციალისტმა მიიღო. სარეიტინგო შერჩევის საფუძველზე შედგა ნომინატების სია და გამოკითხვის ანკეტა.
ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები: რადიო „ფორტუნა", გაზეთი"ვერსია", გაზეთი „ქართული სიტყვა", GHN, "მთავარი.ინფო", „პრაიმნიუსჯორჯია“.
ღონისძიების სპონსორები არიან: რესტორანი „ჭაშნაგირი", სასტუმრო „მუზეუმი".