ქერი ფიშერის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური, მაგრამ მძიმეა. ამის შესახებ მსახიობის ძმამ, თოდი ფიშერმა განაცხადა. ვარსკვლავური ომების დედოფალმა თვითმფრინავში ინფარქტი გადაიტანა. პირველადი დახმარება მას მგზავრებმა აღმოუჩინეს. ამჟამად მსახიობი ლოს ანჟელესის კლინიკაში იმყოფება.